არქივი7 აპრილი, 2024, 10:56
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი: ბოჭორმის ქუჩაზე დაშავებული 4 პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ჯერ უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები - „მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება“.
„მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, - თქვა დავით სუხიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.