ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან სამი პირი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე, უცნობია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი მოქალაქე. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.