საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
როგორც სუხიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია სასროლეთში აფეთქების მიზეზები.
„ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება.
რაც შეეხება 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სასროლეთში აფეთქებასთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა. შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია ექვსი მოქალაქე, აქედან ორი გარდაცვლილია, ხოლო ოთხი დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა სუხიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.