ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
როგორ სუხიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია სასროლეთში აფეთქების გამომწვევი მიზეზები.
„ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება.
რაც შეეხება 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სასროლეთში აფეთქებასთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა. შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა სუხიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.