ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საახალწლო კონცერტი მცხეთაში - ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები

საქართველოში ახალი წლის დღეები გრძელდება - ღონისძიებას ამჯერად მცხეთამ უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები.
გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში 13 იანვრის ჩათვლით იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.