არქივი4 იანვარი, 2024, 08:53
თბილისში საახალწლო პროგრამა გრძელდება - ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საშობაო სოფელში მისული სტუმრების განწყობაზე მომღერლებმა იზრუნეს
დედაქალაქში საახალწლო პროგრამა გრძელდება. ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საშობაო სოფელში მისული სტუმრების განწყობაზე მომღერლებმა იზრუნეს. შესრულდა ცნობილი სიმღერები.
საშობაო სოფელში მოწყობილია გასტრონომიული კუთხეებიც. საახალწლო პროგრამა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, თეატრალიზებულ წარმოდგენასა და პერფორმანსს მოიცავს. საშობაო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.