არქივი5 იანვარი, 2024, 08:57
თბილისის საშობაო სოფელში მისული სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გუშინ კონცერტით დასრულდა
დედაქალაქში საახალწლო განწყობაა. საშობაო სოფელში მისული სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გუშინ კონცერტით დასრულდა.
მსმენელის წინაშე ქართველი ბენდები წარდგნენ. შესრულდა მსმენელისთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერები, რის მერეც ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა.
ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში საშობაო სოფლები სტუმრებს 7 იანვრამდე ელოდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.