ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები - მცხეთაში ამ წუთებში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს

სადღესასწაულო განწყობაა ამ წუთებში მცხეთაში, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
პატარების განწყობაზე კი მცხეთაშიც, სხვა ქალაქების მსგავსად თოვლის ბაბუა ზრუნავს, რომელმაც ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.
ახლა ღონისძიება დასკვნით ეტაპზეა გადასული, მსმენელს ჯგუფი "მგზავრები" და "ლაით რუმი" ხვდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.