არქივი12 ოქტომბერი, 2024, 10:50
რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 47 დრონი ჩამოაგდეს

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 47 დრონი ჩამოაგდეს. „გასულ ღამეს, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 17 დრონი კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 16 აზოვის ზღვის თავზე, 12 კურსკის ოლქის და 2 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.