რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 47 დრონი კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს.
„წუხელ, როდესაც კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 92 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, აქედან 47 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 12 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 9 – როსტოვის ტერიტორიაზე, 4 – ბრიანსკის ტერიტორიაზე, ორ-ორი დრონი ბელგოროდის ოლქსა და ყირიმის რესპუბლიკაში, ერთი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და 15 უპილოტო საფრენი აპარატი – აზოვის ზღვის თავზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს