ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 22 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 22 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 22 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 56 დრონი, დაუდგენელი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და Х-59-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, თავდაცვის ძალებმა სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპილის ოლქებში მტრის 22 დრონი ჩამოაგდეს. 2 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 27 დრონი გაუჩინარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე ოლქებში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ხუთი დარტყმა დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.