არქივი29 აგვისტო, 2024, 10:40
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ შებეკინოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ქალაქი შებეკინო დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი შებეკინო დაბომბეს. ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი“, - აღნიშნა გლადკოვმა.
მისი თქმით, ჭურვებმა ადმინისტრაციული შენობა და სოციალური დაწესებულება დააზიანა. ასევე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილს. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.