უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა რუსეთში, ვორონეჟის იარაღის საწყობში

24 აგვისტოს დილით უკრაინის მხრიდან დრონების შეტევამ გამოიწვია ხანძარი იარაღის საწყობში, რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ოსტროგოჟსკის ოლქში – წერს რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ტელეგრამით.
გუსევის თქმით, ხანძარი მოჰყვა დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას, რამაც გამოიწვია იარაღის აფეთქება. გუსევის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
ოსტროგოჟსკში ასევე მდებარეობს დაჯავშნილი მანქანების საწვრთნელი ცენტრი.
ამავე ღამით დრონებით იერიში განხორციელდა ბელგოროდის რეგიონზეც – აცხადებს რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი და დასძენს, რომ დაჭრილია ორი პირი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ხუთი დრონი ჩამოგდებულ იქნა ვორონეჟის თავზე, თითო-თითო დრონი ბელგოროდის და ბრიანსკის რეგიონების თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)