ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს - ეს ჩემს მოტივაციას აძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით გავაგრძელო

დღეს დილით იყო კვლავ ძლიერი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში, კვლავ უამრავი ადამიანი თავშესაფრებში. ეს აჩვენებს, რომ რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს. ეს ჩემს მოტივაციას აძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით (მათ შორის F16-ის ტიპის გამანადგურებლებით) გავაგრძელო, - წერს რუბენ ბრეკელმანსი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. ბოლო მონაცემებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. რუსების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.