ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, რუსეთსა და ყირიმში 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის ოლქებსა და ყირიმში 18 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 4 - კალუგის ოლქის თავზე, ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე და 2 უპილოტო საფრენი აპარატი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.