ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, დაზიანდა შენობები და ავტომობილები

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, დაზიანდა შენობები და ავტომობილები

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ბელგოროდის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის თავზე 40 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აზოვის ზღვის თავზე - 10, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში - ოთხ-ოთხი დრონი, ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე - სამი დრონი, კრასნოდარის მხარეში - ორი, ბელგოროდის ოლქში - ერთი.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები როსტოვის ოლქში მასიურ საჰაერო თავდასხმას იგერიებდნენ. მისი თქმით, არავინ დაშავებულა, თუმცა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში დაზიანდა შენობები და ავტომობილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.