რუსული მედია – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 1 ვოლგოგრადის ოლქის, 4 აზოვის ზღვის თავზე, 2 კრასნოდარის მხარეში, 4 კურსკის, 3 ბელგოროდის, 4 როსტოვისა და 3 ბრიანსკის ოლქის თავზე.
ცნობისთვის, მანამდე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა