არქივი5 იანვარი, 2025, 10:53
რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 37 დრონი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 20 - ბრიანსკში, 2 - ვორონეჟში და თითო-თითო ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქებში.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი და ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.