არქივი11 იანვარი, 2025, 10:53
რუსული მედია - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 85 უკრაინული დრონი გაანადგურა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 31 დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, 14 აზოვის ზღვის, 16 ვორონეჟის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 16 კრასნოდარის მხარეში, 2 ტამბოვის ოლქში, 1 კურსკის ოლქის თავზე და 1 დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.