არქივი15 იანვარი 2024, 13:43
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქში, კრასნოჰორივკას დასახლება დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი ადამიანი.
როგორც დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ამბობს, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"ჩვენ ვადგენთ დაბომბვის ზუსტ შედეგებს," - წერს ფილაშკინი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.