არქივი13 იანვარი, 2024, 09:55
გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს | დაიღუპა 2 ადამიანი
ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, რომ რუსებმა რეგიონი 71-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი," - აცხადებს პროკუდინი.
მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.