ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს | არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს | არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ქალი, დაზიანდა სკოლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს.
ასევე, დღეს, რუსეთის ძალებმა ორი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს კუპიანსკის რაიონის სოფელ ვილხუვატკას წინააღმდეგ. ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთმა ბომბმა ადგილობრივ სკოლაში ხანძარი გააჩინა, ამჟამად ის ლიკვიდირებულია, თუმცა სკოლა ნაწილობრივ დაიწვა. მეორე ბომბმა კი 48 წლის ქალი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანდა მაღაზია და 10-მდე სახლი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.