ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა და მისი შვილი დაშავდა, ­- ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქი დაბომბეს, ვადგენთ გამოყენებული იარაღის ტიპს. 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი 31 წლის ქალიშვილი დაშავდა“, - აღნიშნა ფილაშკინმა.
მისი თქმით, დონეცკის რეგიონის ის ქალაქებიც კი, რომლებიც ფრონტიდან შედარებით შორს არიან, სახიფათოა და მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში MiG-31K ტიპის გამანადგურებლის აფრენის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
„ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სავასლეიკას აეროდრომიდან MiG-31K-ს აფრენა დაფიქსირდა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის სიგნალს“, - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.