ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი პროპაგანდისტი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა

რუსი პროპაგანდისტი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა

რუსი პროპაგანდისტი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა. ანა ტიცის ამ დრომდე ეძებენ მაშველები, მაგრამ მის კვალს ვერავინ აგნებს.

სამძებრო სამუშაოები უკვე მესამე დღეა გრძელდება. არის ვარაუდი, რომ ტიცი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოისროლა დინებამ, ამიტომ საოკუპაციო რეჟიმი დახმარებს ქართულ მხარეს სთხოვს.

არსებული ინფორმაციით, ანა ტიცი ცხინვალის რეგიონში ფილმის გადასაღებად იყო ჩასული, ის უკრაინის წინააღმდეგ ოსი მებრძოლების შესახებ ამზადებდა ნამუშევარს.

გავრცელებული ინფრომაციით, მასთან ერთად მდინარეში გადავარდა მისი კოლეგაც, მაგრამ მოხერხდა მისი მდინარიდან ამოყვანა. არსებული წყაროებით, ორივე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.