ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი ჯარისკაცები ალკოჰოლით მასობრივად მოიწამლნენ - მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ინტოქსიკაციით მოკვდა

რუსი ჯარისკაცები ალკოჰოლით მასობრივად მოიწამლნენ - მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ინტოქსიკაციით მოკვდა
ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსი ჯარისკაცები ალკოჰოლით მასობრივად მოიწამლნენ - მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ინტოქსიკაციით მოკვდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელიც რუსულ ძალებში დანაკარგებს ზაპოროჟიეს ოლქის ორიხივის მიმართულებით მოწმობს. ჩანაწერი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ Facebook-ზე გამოაქვეყნა
🔻 მოპოვებული სატელეფონო საუბრის მიხედვით, ინციდენტი რუსეთის 58-ე საერთო-სამხედრო არმიის მე-19 მოტო დივიზიის 166-ე ცალკეული ბრიგადის ქვედანაყოფებში მოხდა. ცნობილია, რომ ისინი ფრონტის ხაზის ორიხივის სექტორში მოქმედებენ. ჩანაწერში ერთი რუსი სამხედრო აღწერს სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთ სამეთვალყურეო პუნქტზე მოწამლული ალკოჰოლის მიღების შემდეგ ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა გარდაიცვალა. მისი თანამოსაუბრე ადასტურებს, რომ ადგილზე დაახლოებით რვა-ათი ცხედარი იყო და დასძენს, რომ მათი ევაკუაცია სულ მცირე ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში არ განხორციელებულა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.