ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციას მეთაურობდა, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციას მეთაურობდა, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციას მეთაურობდა, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს | რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილმა საბჭოთა სამხედრო მეთაურმა სიცოცხლე, 87 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ცნობით, გარდაცვლილი რუსი გენერალ-პოლკოვნიკი დილით ნათესავებმა იპოვეს. პეტროვი სსრკ-ს ქიმიური დაცვის იმ ჯარებს მეთაურობდა, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. მოგვიანებით ის რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სისტემას ხელმძღვანელობდა. რუსული მედია წერს, რომ გენერალი სიცოცხლის ბოლო წლებამდე პროფესიაში რჩებოდა - მუშაობდა სამხედრო ინსტიტუტში და იყო პროფილური ჟურნალის რედაქტორი

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.