შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს

შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
ფოტო: Neurable
14
წაკითხვა
Neurable ნეიროტექნოლოგიების სტარტაპია, რომელიც განსაკუთრებული ყურსასმენების გამოშვებას გეგმავს. მოწყობილობა არაინვაზიურ ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს (BCI) წარმოადგენს.
კომპანიამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ -ით გაძლიერებული ტვინის სენსორული ტექნოლოგიის ინტეგრირება სხვადასხვა საშუალებაში პირდაპირ შეუძლიათ, იქნება ეს ყურსასმენი, ქუდი, სათვალე თუ თმის სამაგრი.
მსგავსი მცდელობები უფრო ცნობილ კომპანიებსაც აქვთ, მაგალითად, ილონ მასკის Neuralink-ს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ მოწყობილობების ჩანერგვას ტვინში ცდილობს.
Neurable-მა აუდიომოწყობილობების კომპანია Master & Dynamic-თან ითანამშრომლა. პარტნიორობის მიზანი MW75 Neuro LT ყურსასმენების გამოშვებაა, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების მონიტორინგს ეცდება, რათა მუშაობის პროცესი შეგიფასოთ. სავარაუდოდ, ფასი $700 იქნება.
უცნობია, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ყურსასმენი, რადგან ჯერჯერობით შეფასება ნაკლებად აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაინვაზიური BCI ზოგადად გაუმართავია, მაგალითად, სიგნალის შესუსტების პრობლემები აქვს ხოლმე.
საინტერესოა, რომ Neurable-ს პენტაგონთან 1.2 მილიონდოლარიანი პარტნიორობა აკავშირებს. მიზანი საჰაერო ძალების ეკიპაჟის გონებრივი სიჯანსაღის შეფასებაა. ეს კრიტიკოსებს ეთიკური თვალსაზრისით პრობლემურად მიაჩნიათ, არამხოლოდ სამხედრო ძალებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ტვინის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებითაც.
ზოგი კრიტიკოსი იმასაც შიშობს, რომ მსგავსმა მოწყობილობებმა ადამიანების ქცევის დისტოპიური ფორმებით კონტროლსაც კი შეიძლება შეუწყოს ხელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს7678 ნახვა
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები6712 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს3649 ნახვა
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”2406 ნახვა
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების818 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
გადახედვა
ადამიანი
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
Sci-Tech
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
Next საქართველო
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
გადახედვა
კოსმოსი
ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
Sci-Tech
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
გადახედვა
კოსმოსი
შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა
შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა
გადახედვა

რამდენად გვეხმარება ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს