ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტებმა უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეს, უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერ ჰიმნს აჟღერებენ. "ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს" - სკანდირებენ ისინი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, საიდანაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.