არქივი21 მარტი, 2025, 21:20
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 114-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: „ყველგან მილიცია, არსად სამართალი!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“
შეკრებილებს, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პარალელურად, პარლამენტთან ის სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს ათენებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.