არქივი16 მარტი, 2025, 21:37
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
უკვე 109-ე დღეა დედაქალაქში საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
პარალელურად, როგორც ცნობილია, მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაანონსებული 31 მარტს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.