ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 112-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ განათლების სამინისტროსთან, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.