ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს სოფელი დაბომბეს | დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი

რუსეთის ჯარებმა მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლი, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი დაბომბეს. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია რეგიონის გუბერნატორის იური მალაშკოს Telegram-ის პოსტზე დაყრდნობით წერს.
"დღეს 11:40 საათზე რუსებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბილენკეში. მტრის დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. აფეთქების ტალღებმა მანქანა დააზიანა." - წერს მალაშკო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.