კიევის ცნობით, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი სოფელი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

ს ჯარებმა საარტილერიო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბელენკოეზე, სადაც, უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა

“დღეს, 11: 40 საათზე, „რაშისტებმა“ მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე მდებარე ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბელენკოეს გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი. დაბომბვის შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, კიდევ სამი დაშავდა”, – წერს ის ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ტელეგრამის არხში.
დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში არტილერიის, ავიაციისა და დრონების საშუალებით. უმრავლეს შემთხვევაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა და იქით გაუხსნეს ცეცხლი მოწინააღმდეგეს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით.
ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება დასავლეთის მედიასთან ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება “ტავრიის” მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ.
ფრონტის ხაზზე ვითარება ჯერ კიდევ არ შესულა ჩიხში, მაგრამ მდგომარეობა რთულია, რუსეთის ჯარები გააქტიურდნენ ფრონტის მთელ ხაზზე. მათ სურთ, წლის ბოლომდე ხელთ იგდონ თუნდაც ავდეევკა, ხოლო მარინკა კი, ფაქტობრივად, გაანადგურეს, – განაცხადა ბიბისის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ბრიგადის გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ.