ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს | დაიღუპა 4 და დაშავდა 9 ადამიანი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს 425 ჭურვი ესროლეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვი.
როგორც პროკუდინი ამბობს, მტერი ოლქს ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, ტანკებით, დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით უტევდა.
"ღამით რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის ცენტრალური ნაწილი. საცხოვრებელ კორპუსს საარტილერიო ჭურვის აფეთქების შედეგად 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე ადგილზევე დაიღუპნენ. მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ უბანშიც. მისი ვინაობა დგინდება. 54 წლის ხერსონელმა კაცმა ასაფეთქებელი დაზიანება, კონტუზია და ფეხის დაზიანება მიიღო. დახმარების შემდეგ მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე...

რუსი სამხედროების სამიზნეს რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა," - იუწყება უკრაინული მედია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.