არქივი31 დეკემბერი, 2023, 16:14
რუსებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპა 1 ბავშვი და დაშავდა სამი ადამიანი
ხერსონში რუსეთის თავდასხმისას, ჭურვის აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა Facebook-ზე განაცხადა.
"მტერმა ხერსონს დაარტყა. ამ დროს მაღაზიასთან ბავშვები იყვნენ. 14 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. 9 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას თავის ტვინის დაზიანება აქვს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. 32 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 65 წლის ქალი ზურგშია დაჭრილი. დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ." - წერს პროკუდინი.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.