რუსეთის მორიგ შეტევას ნგრევა მოჰყვა ხარკოვის და სუმის ოლქებში

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის მახლობლად მდებარე ზოლოჩევის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღეს, 27 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ზოლოჩევში – 8.
ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია ათზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, სტადიონი და ელექტროგადამცემი ხაზები.
დილით ავიადარტყმა იყო სუმის ოლქის დაბა კრასნოპოლიეზე. საოლქო პოლიციის ცნობით, დანგრეულია კერძო სახლი. დაიჭრა ერთი ადამიანი.
გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაარტყეს ადგილს, სადაც დრონებით რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული შეტევის შემდეგ მაშველები მუშაობდნენ. დაიჭრა ერთი ადამიანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა