ზაპორჟიეზე ავიადარტყმას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები

ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად. შეტევა 20 მარტს, ღამით იყო.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ დღეს, 21 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 წლის ბიჭია. ფიოდოროვის ცნობითვე, რუსულმა ავიაბომბებმა დაანგრია ორი და დააზიანა სამი კერძო სახლი.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესაზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, ხანძრები გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიებში.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში, საუდის არაბეთში უნდა განახლდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა