ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა - ხარკოვში არიან დაშავებულებიც

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა - ხარკოვში არიან დაშავებულებიც

რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმებს აგრძელებს. ხარკოვს მიზანმიმართულად დაარტყეს, არიან დაშავებულები, მათ შორის სამი ბავშვი. ასევე იყო დარტყმები სუმისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკულ ობიექტებზე მორიგი დარტყმების შედეგად სუმის ოლქში ქვესადგური და დნიპროპეტროვსკის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. 4000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, რუსეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს არასრული ცეცხლის შეწყვეტაც კი არ სურს.
„11 აპრილს არ უნდა დაველოდოთ... რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთზე ახალი და რეალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.