ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ შეტევას

მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო ერთ-ერთ სახლთან გაჩერებულ ავტომობილებზე.
2 აპრილს, შუაღამის შემდეგ რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ხარკოვსაც. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი.
პროკურატურის ცნობით, ხარკოვში დაახლოებით 15 დარტყმა იყო ძირითადად, სამრეწველო ზონაზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა საწარმოთა შენობებს და საწყობებს. დაზიანებულია 20-მდე კერძო სახლიც.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.