არქივი20 იანვარი, 2024, 06:12
რუსეთის მიერ გაშვებული 7 "შაჰიდიდან" 4 ჩამოვაგდეთ | უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 7 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 4 მათგანი ჩამოაგდეს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს მორიგი საჰაერო დარტყმა შაჰიდ-136/131 ტიპის 7 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 უპილოტო საფრენი აპარატი," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.