არქივი20 იანვარი, 2024, 06:07
უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა. სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 7 დრონიდან 4 ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.