არქივი17 იანვარი, 2024, 06:10
რუსეთის მიერ გაშვებული 20 "შაჰიდის" დრონიდან 19 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები
17 იანვარს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინელებმა 19 მათგანის ჩამოგდება მოახერხეს.
გარდა ამისა, დაბომბვისას ოკუპანტებმა ორი S-300-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტაც გამოიყენებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდნენ ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის რეგიონებში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.