არქივი18 იანვარი, 2024, 06:38
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით მტრის 22 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 33 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს. ასევე, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.