არქივი13 აგვისტო, 2024, 09:08
რუსეთის თავდაცვის უწყება - სამ ოლქში უკრაინელების 14 დრონი ჩამოვაგდეთ
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, შეჩერებულია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათი განმარტებით, 12 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, თითო-თითო კი ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.