ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის ტერიტორიაზე 18 უკრაინული დრონი გავანადგურეთ, მათ შორის 11 - კურსკში

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 2 კი - ვორონეჟში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.