ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის რეგიონების თავზე 75 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, 19 ლიპეცკში, 7 - კურსკში, 5 - ბრიანსკში, 4 - ვორონეჟში, ერთი ორიოლში, 5 ყირიმში და 8 - შავი ზღვის თავზე.
„გარდა ამისა, შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი შვიდი უეკიპაჟო კატერი განადგურდა,“ - აცხადებენ უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.