არქივი10 აგვისტო, 2024, 10:57
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეგიონების თავზე 32 დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეგიონების თავზე 32 დრონი ჩამოაგდეს.
„კიევის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას ცდილობდა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი კურსკის ოლქის თავზე, ხოლო 6 იაროსლავლის ოლქში გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.