ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა

საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა როსტოვის თავზე 36, კურსკის - 8, ბელგოროდის - 9, ორიოლის - 17, რიაზანის - 2, ვორონეჟის - 1, აზოვის ზღვის - 1 და კრასნოდარის ტერიტორიაზე 1 დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდში, ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუბკინსკის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა გლადკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.