არქივი2 აპრილი, 2025, 08:53
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის რეგიონებში 93 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის სამ რეგიონში 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და მოიგერიეს 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი - 87 დრონი - კურსკის ოლქში ჩამოაგდეს. ამასთან, 4 დრონი გაანადგურეს როსტოვში, ორი კი - ბელგოროდში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.