არქივი5 აპრილი, 2025, 10:52
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 49 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 49 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 49 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქის თავზე 16 დრონი ჩამოაგდეს, 14 ბელგოროდის, 6 კურსკის, 6 სამარის, 3 მორდვეთის რესპუბლიკის, თითო-თითო ბრიანსკის ოლქის, ლიპეცკის, ორიოლისა და პენზის ოლქის ტერიტორიებზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.